Marina Natanebi – მდიდრული საინვესტიციო პროექტი ნატანებში

წარმოდგენილი „ნატანების კომპლექსი“ მოიცავს იახტკლუბს ნავმისადგომებით, 115 ნომრიან სასტუმროს, რესტორნებს, კაფე-ბარებს, სპორტულ და „სპა“ დარბაზებს, ზამთრის საცურაო აუზს, ჩოგბურთის კორტებს, სავარჯიშო საფეხბურთო სტადიონს საკონცერტო ამფითეატრებად გადაკეთების შესაძლებლობით. ამ კომპლექსს ასევე აქვს დამატებითი შესასვლელი მთავარი მაგისტრალიდან. კომპლექსის ძირითად ნაწილში ასევე განთავსებულია ხუთ და ექვსსართულიანი საცხოვრებელი შენობები, ტაუნჰაუსები და VIP კოტეჯების სოფელი. ბუნებრივ მაგნიტურ ქვიშიან სანაპიროზე არის კაფე-ბარები. ბუნებრივ ქვიშიან სანაპიროს სამკურნალო თვისებები აქვს. პროექტით გათვალისწინებულია გარე აუზების ქონა ხელოვნური პლაჟით ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. დაგეგმილი ავტოსადგომები განლაგებულია როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა. მომავალში იგეგმება კომპლექსის სათხილამურო ტრასებთან დაკავშირება საბაგირო გზით 10 კმ-ის მანძილზე. ამ ტერიტორიისადმი ასეთი ინტეგრირებული მიდგომა საინტერესო იქნება როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე დამსვენებლებისთვის.

Marina Natanebi

10 ივნისი, 2024

Investment Services

ეძებთ პირველი კლასის ბიზნეს გეგმის კონსულტანტს?