არკონ “ელეგანსი” ორი ბლოკისაგან შემდგარი მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელსაც გამოარჩევს დახვეწილი, ელეგანტური არქიტექტურა და თანამედროვე ცხოვრების კონცეფციაზე შექმნილი ინფრასტრუქტურა და საერთო სარგებლობის სივრცეები. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც არქიტექტურისა და დიზაინის მინიმალიზმი და სიმარტივე ცდება ესტეთიკის გაგებასა და საზღვრებს და მობინადრეებს მშვიდი და ამავდროულად, კომფორტული ცხოვრების ახალ სიმაღლეს თავაზობს. პროექტი მდებარეობს ქალაქის ისტორიულ უბანში ორთაჭალაში, ვ. გორგასლის 12-ში. იგი თანამედროვეობისა და ისტორიის უნიკალური ნაზავით არქიტექტურაში მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო როლს კისრულობს ურბანულ განვითარებაში.