Develony IPS 2025-ზე — საქართველო გლობალური დეველოპერებისთვის 17 აპრილი, 2025

Develony IPS 2025-ზე — საქართველო გლობალური დეველოპერებისთვის.
 
2025 წლის 14-16 აპრილს, Develony სტუმრობდა International Property Show (IPS) გამოფენას, რომელიც დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გაიმართა და უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს.
 
როგორც Develony-ის მმართველმა პარტნიორმა, თამარ მაშავამ მაღალი დონის მოლაპარაკებების გამართა წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან — მათ შორის, REPORTAGE , Sobha Realty და სხვა. შეხვედრების მთავარი აქცენტი გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და გლობალური დეველოპერების საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობებზე.
 
IPS 2025 მოიცავდა 150-ზე მეტ გამოფენელსა და 15,000-ზე მეტ მონაწილეს მთელი მსოფლიოდან, რაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარსადგენად და მომავალი თანამშრომლობების დასაგეგმად უნიკალურ შესაძლებლობას ქმნიდა.
 
Develony აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებასა და გლობალურ მოთამაშეების საქართველოს ბაზარზე შემოჰყავანით დაინტერესებას, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად, ინოვაციების, ცოდნისა და ურბანული განვითარების თანამედროვე მიდგომების ქართულ ეკონომიკაში შემოტანას.
გაზიარება