Develony-ის აქტიური და წარმატებული მონაწილეობა #AIMCongress2025-ზე 17 აპრილი, 2025

Develony-ის აქტიური და წარმატებული მონაწილეობა #AIMCongress2025-ზე (Annual Investment Meeting), რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, საფუძვლად დაედო შემდგომ შეხვედრას Develony-ის მმართველ პარტნიორს, თამარ მაშავასა და Silkroad 4.0-ის პრეზიდენტს, ბატონ ფილიპ რაინიშს შორის.

შეხვედრის შედეგად მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას მომავალი თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური პროექტების მიმართულებით ერთობლივი ინიციატივებისა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ასევე, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოში Silkroad 4.0-ის წარმომადგენლობის დაფუძნების შესაძლებლობა დეველონისა და BCAGC-სთან პარტნიორობით, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონულ და საერთაშორისო კავშირებს.

Develony ასევე მოწვეულია Global Future Summit-ზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიმართება Silkroad 4.0-ის ორგანიზებით და აერთიანებს ლიდერებს ინოვაციის, დიპლომატიისა და მდგრადი განვითარების სფეროებიდან.
გაზიარება