Develony და OneCapita — სტრატეგიული საინვესტიციო დიალოგი 17 აპრილი, 2025
Develony და OneCapita — სტრატეგიული საინვესტიციო დიალოგი.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თამარ მაშავას — Develony-ის მმართველი პარტნიორის, ასევე აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის (BCAGC) საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესა და OneCapita LLC-ის აღმასრულებელ დირექტორთან და დამფუძნებელთან, ბატონ ჰაითამ კადურასთან და კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან.
შეხვედრა ჩატარდა BCAGC-ისა და ბიზნესპალატის პარტნიორი ორგანიზაციის — International Investment Consortium Inc-ის აქტიური მხარდაჭერით. მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და მოხდა უძრავი ქონების მაღალი პოტენციალის მქონე კონკრეტული პროექტების განხილვა.
ასევე, შევეხეთ მომავალ თანამშრომლობასა და OneCapita-ს წარმომადგენლების საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც გზას უხსნის ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებს.