კომპანიამ "დეველონი" უმასპინძლა სტუმრებს გაერთიანებული არაბთა საამიროებიდან 10 აპრილი, 2025

უძრავი ქონების სერვისებისა და ინვესტიციების კომპანიამ “დეველონი” აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში უმასპინძლა სტუმრებს გაერთიანებული არაბთა საამიროებიდან, კერძოდ, ინვესტორთა დელეგაციას დუბაიდან და აბუ-დაბიდან. სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში დეველონმა ინვესტორებს გააცნო საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო პოტენციალი. სტუმრებმა ადგილზე მოინახულეს მნიშვნელოვანი პროექტები როგორც დედაქალაქში და აღმოსავლეთ საქართველოში, ისე ბათუმსა და ზღვისპირა სხვა ქალაქებში. ვიზიტი წარმატებით დასრულდა — დაიგეგმა კონკრეტულ პროექტებზე თანამშრომლობა, მომდევნო ნაბიჯები და უახლოეს მომავალში საპასუხო ვიზიტი დუბაისა და აბუ-დაბიში.
გაზიარება