კომპანიამ „დეველონი“ მონაწილეობა მიიღო AIM Congress 2025-ში 11 აპრილი, 2025

უძრავი ქონების სერვისებისა და ინვესტიციების კომპანიამ „დეველონი“ მონაწილეობა მიიღო AIM Congress 2025-ში, რომელიც 7-9 აპრილს აბუ დაბიში, ADNEC-ის საგამოფენო სივრცეში გაიმართა.
 
ღონისძიებაზე, რომელიც 180-ზე მეტი ქვეყნის 25,000-ზე მეტ დელეგატს უმასპინძლა, დეველონის გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა სადაც აქტიურად განიხილებოდა საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებში თანამშრომლობის შესაძლებლობები.
 
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა შეხვედრას AIM Congress-ის გენერალურ დირექტორთან, დოქტორ თარიკ ბინ ხაიდერთან (Dr. Tariq Bin Haidar), რომელთანაც განვიხილეთ სამომავლო ღონისძიებებში თანამშრომლობა.
 
სხვადასხვა საინვესტიციო ჯგუფებთაბ წარმატებული შეხვედრების ფარგლებში დაიგეგმა მომავალი პარტნიორობები და დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოში პოტენციურ პროექტებზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
 
დეველონი აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან და ინვესტორებთან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ზრდას.
გაზიარება